g100.ge

მარნეულში სუპერმარკეტი და სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს

კრიმინალი - 2026/01/13 13:12
მარნეულში სუპერმარკეტი და სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს

მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი და სწრაფი გადახდის აპარატი გაქურდეს.

Aktual.ge-ს ცნობით, შემთხვევა 13 იანვარს, დაახლოებით დილის 05:00 საათზე მოხდა.  ირკვევა, რომ ორმა უცნობმა ნიღბიანმა  პირმა,  სუპერმარკეტის შესასვლელთან არსებული  რკინის ჟალუზის კარი გატეხა, ფანჯრები  დაამტვრია და შიგნით შევიდა.  არსებული ცნობით, მათ  სალაროდან გარკვეული თანხა და დიდი რაოდენობით სიგარეტი მოიპარეს.

მაღაზიის მფლობელის, ნაზენდე  ალმერდანოვას თქმით, დააზიანეს მაღაზიის გვერდით მდებარე სწრაფი გადახდის აპარატიც,  საიდანაც დაახლოებით 1400 ლარი წაიღეს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები.

უახლესი სტატიები