თურქეთის დედაქალაქი ანკარა,რომელიც თანამედროვე საინტერესო აქრიტექტურით გამოირჩევა, იუნესკოს თანამედროვე არქიტექტურული მემკვიდრეობების სიაში შეიყვანეს. ამითაც, თურქეთში ამ სიაში შეყვანილ ობიექტთა საერთო რაოდენობამ 80-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი სწორი ურბანული მიდგომისა და პოლიტიკის შედეგია.
კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ და თურქეთის ეროვნულმა კომისიამ UNESCO-სთვის ერთობლივად მოამზადეს განაცხადი, რომლის მიზანია ანკარის ურბანიზაციის გლობალურად გამორჩეულ მოდელად აღიარება. ფაილი სახელწოდებით „ანკარა: რესპუბლიკური თანამედროვე დედაქალაქის დაგეგმვა და მშენებლობა“ მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთის დედაქალაქი, რომელიც ჩამოყალიბდა 1920-1970 წლებში, წარმოადგენს XX საუკუნის თანამედროვე არქიტექტურულ ნიმუშს თავისი საზოგადოებრივი შენობებით, კულტურული სივრცეებითა და ღია საჯარო ზონებით, რომლებიც ახლადშექმნილი ეროვნული სახელმწიფოს მთავარ სიმბოლოდ აშენდა.
ფაილის ძირითადი კომპონენტებია ათათურქის ბულვარის ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძი და ულუსისა და კიზილაის რაიონები. ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები, რომლებიცაა თურქეთის პირველი, მეორე და მესამე დიდი ეროვნული კრების შენობები, პრეზიდენტის კომპლექსი, გუვენის პარკი, ახალგაზრდობის პარკი, ულუსის მოედანი, ანკარის რკინიგზის სადგური, იშ ბანკის შენობა, სხვადასხვა სამინისტროს შენობები და კიზილაის მოედანი, ანკარის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესის ამსახველ მნიშვნელოვან ელემენტებად იქნა მოხსენიებული.
აღსანიშნავია, რომ კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო აქტიურად ისწრაფვის ქვეყნის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ეფექტიანად დაცვასა და საერთაშორისო დონეზე გადაცემას UNESCO-ს ჩართულობით.
დედაქალაქი მრავალი საგანძურით
ანკარა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქად 1923 წლის 13 ოქტომბერს, რესპუბლიკის დაარსებიდან (1923 წლის 29 ოქტომბერი) მალევე გამოცხადდა. სტამბოლის — ოსმალეთის იმპერიის საუკუნოვანი დედაქალაქის — შეცვლით, ანკარა გახდა ახალი თანამედროვე თურქული სახელმწიფოს ცენტრი და სიმბოლო.
საუკუნეების განმავლობაში, თურქეთის თანამედროვე დედაქალაქი მრავალი ცივილიზაციის სამშობლო იყო, მათ შორის ხეთების, ფრიგიელების, რომაელებისა და ოსმალების. ის მრავალ დაფარულ საგანძურს გვთავაზობს, დაწყებული ანტიკურობის ნაშთებით და დამთავრებული თანამედროვე არქიტექტურული საოცრებებით. მაგალითად, უძველესი ქალაქი გორდიონი, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა თურქეთის მეოცე კულტურულ ობიექტად, ასახავს ქალაქის მდიდარ წარსულს. ასევე ანკარის თანამედროვე შენობები არანაკლებ შთამბეჭდავია და წარმოაჩენს ქალაქის სივრცით გარდაქმნას ქვეყნის პოლიტიკური ევოლუციისას.
მაგალითად, ანითქაბირი — თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი — ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აღსანიშნავია ქალაქის სხვა მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობები - ეთნოგრაფიული მუზეუმი, ფერწერისა და ქანდაკების მუზეუმი და ანატოლიის ცივილიზაციების მუზეუმი, რომელიც 1997 წელს ევროპის წლის მუზეუმად დასახელდა. მეორე მხრივ, პირველი, მეორე და მესამე დიდი ეროვნული კრების შენობები, საპრეზიდენტო კომპლექსი და მრავალი სამინისტრო გამოხატავს რესპუბლიკის ერთგულებას საპარლამენტო დემოკრატიის მიმართ.
საგულისხმოა ენების, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის შენობა, რაც ხაზს უსვამს აკადემიური წინსვლისადმი დამოკიდებულებას. ამავდროულად, კულტურული ინსტიტუტები, რომლებიცაა სახელმწიფო ოპერა, ბალეტი და ანკარის რადიო, გამოხატავს ხელოვნებისა და კომუნიკაციისადმი ერთგულებას. UNESCO-ს განაცხადის ფაილში წარმოდგენილი მრავალი სხვა შენობა გლობალურად წარმოაჩენს ანკარის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას.