g100.ge

თურქული სამზარეულოს კვირეული 2025 იწყება

კულტურა - 2025/05/12 14:50
თურქული სამზარეულოს კვირეული 2025 იწყება

2024 წლის  21-27 მაისს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება ყველასთვის ცნობილი თურქული სამზარეულოს კვირეული, სადაც იქნება ტრადიციული თურქული კერძებისა და მისი რეცეპტების პრეზენტაცია.  აღნიშნული ღონისძიება ბოლო ოთხი წელია ყოველ წელს იმართება და 2025 წელს მისი მთავარი თემა „თურქული სამზარეულოს კლასიკური კერძები“ იქნება.

ამ ინიციატივის მიზანია წარმოაჩინოს თურქეთის მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობა, რომელიც ათასწლეულების კულტურული ურთიერთგაცვლის, მდგრადი პრაქტიკებისა და ღრმად ფესვგადგმული გასტრონომიული ტრადიციების შედეგია.

ანატოლიური თურქული კერძები მსოფლიოსთვის

თურქეთის მდიდარი კულინარია მჭიდროდ უკავშირდება მის გეოგრაფიასა და საუკუნოვან  ტრადიციებს, რაც ქვეყანას ნამდვილ გასტრონომიულ სამოთხედ აქცევს.

აღსანიშნავია, რომ ამ კერძების მომზადება ეფუძნება ადგილობრივ, სეზონურ პროდუქტებს და იმ მეთოდებს, რომლებიც ასახავს თურქული კულინარიული მემკვიდრეობის არსს. ეს კლასიკური კერძები თანამედროვე დროშიც ატარებს თურქული სამზარეულოს ნამდვილ ღირებულებებს. ისინი გამოხატავენ ანატოლიის მუდმივ ფასეულობებს — სტუმართმოყვარეობას, ერთიანობასა და თანაცხოვრებას, რომელიც პარალელურად  აერთიანებს ოჯახებს, მეგობრებსა და სტუმრებს.

2025 წლის თურქული სამზარეულოს კვირეულის მენიუში წარმოდგენილია კლასიკური კერძები, რომელმაც  დროის გამოცდას გაუძლო . მათ შორის იქნება  ოსპისა და თარჰანას წვნიანი, იმამბაილდი (İmambayıldı - ბადრიჯანი ხახვისა და პომიდვრის შიგთავსით), მანტი (თურქული პელმენები) და ბორეკი (მარილიანი ცომეული), რომელიც სავსეა კარტოფილით, ყველით, მწვანილითა და ფარშით. აღსანიშნავია არომატული კომბინაციები, როგორიცაა კარნიარიკი (Karnıyarık - ფარშის შიგთავსით ბადრიჯანი),  ყურუ ფასულიე (Kuru Fasulye-თეთრი ლობიოს ჩაშუშული)  და შერეული ტოლმა, ასევე,  მაწონი და სხვ.   აღსანიშნავია, შეუცვლელი ჩობან სალათები და სხვადასხვა ხილის წვენი.  საგულისხმოა თურქული დესერტები, რომლებიც განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს კვირეულზე. მათ შორისაა თავუგგოგსუ (Tavukgöğsü -ქათმის მკერდის პუდინგი), ყაზანდიბი (Kazandibi -რძის პუდინგი კარამელით ) და ბაქლავა. სწორედ ეს დესერტები დააგვირგვინებს 2025 წლის თურქული სამზარეულოს კვირეულს.    

თურქული გემოების სიმდიდრე რეგიონულ კერძებში

თურქული კულინარიის კვირეულის მიზანია  წარმოაჩინოს ქვეყნის რეგიონული მრავალფეროვნებაც. თურქეთის 81 პროვინცია წარმოადგენს საკუთარ ინტერპრეტირებულ რეცეპტებს ადგილობრივი კერძებისა, რომლებიც ფორმირებულა ადგილობრივი ინგრედიენტებით და საუკუნოვანი ტრადიციით. აღსანიშნავია ეგეოსის პოპულარული სამზარეულოც, რომელშიც შედის  უგემრიელესი ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი, ადგილობრივი მცენარეები, ბოსტნეულები, ზღვის პროდუქტები და უგემრიელესი ღვინოები. მოკლედ რომ ვთქვათ,  ეს კვირეული გთავაზობთ ნამდვილ გასტრონომიულ მოგზაურობას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.

უახლესი სტატიები