g100.ge

პრინცის ზღაპრული კუნძულები სტამბოლის მახლობლად

კულტურა - 2026/06/07 23:36
პრინცის ზღაპრული კუნძულები სტამბოლის მახლობლად

ფაიკ აბასიანიკის სახლ-მუზეუმი, რომელიც  ერთ-ერთ უდიდეს თურქ მწერლად და 1940-იანი წლების მნიშვნელოვან ლიტერატურულ ფიგურად ითვლებოდა. სწორედ ამ სახლში უცხოვრია საით ფაიკს წლების განმავლობაში. გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ კი იგი სახლ-მუზეუმად გადაუქცევიათ  სადაც მისი ყველა ნივთი საუკეთესოდ არის დაცული.

კინალიადა (Kınalı Ada)

კინალიადა ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი და მრავალფეროვანი კუნძულია, რადგან აქ  სხვადასხვა კულტურის ხალხი ცხოვრობს ერთად. აქაც ყველაფერი წყნარი და მშვიდია. თქვენ შეგიძლიათ ფეხით მოიაროთ მთელი კუნძული დაახლოებით 20-25 წუთში. აღსანიშნავია, რომ კინალიადამ (Kınalı Ada) სახელი შორიდან მიიღო მაკის წითელი ფერის გამო. ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებიდან უნდა აღვნიშნოთ კინალიადას მეჩეთი, რომელიც მდებარეობს კარშის ქუჩაზე. იგი აშენდა 1964 წელს. ასევე პანაიას ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და სხვ.

უახლესი სტატიები