g100.ge

TİKA-ს ახალი თავმჯდომარე აბდულლაჰ ერენი გახდა

მსოფლიო - 2025/07/14 00:07
TİKA-ს ახალი თავმჯდომარე აბდულლაჰ ერენი გახდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდონმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) ახალ თავმჯდომარედ აბდულლაჰ ერენი დანიშნა.   ის  ინფრასტრუქტურულ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობებს.   

Aktual.ge TRT Haber-ზე დაყრდნობით წერს, რომ ყოფილი თავმჯდომარე სერქან ქაიალარი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო  ახალ თავმჯდომარედ საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების (YTB) პრეზიდენტობის თავმჯდომარე აბდულა ერენი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ TIKA-მ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულში, უამრავი ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტი განახორციელა.

ვინ არის აბდულა ერენი?
აბდულლაჰ ერენი 1984 წელს დაიბადა ქალაქ სტამბოლში. მან ბოსფორის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო ლონდონში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში დიპლომატიის კვლევების მიმართულებით დაამთავრა მაგისტრატურა. ამჟამად, აგრძელებს დოქტორანტურას პოლიტიკური მეცნიერებების განხრით.

ის მუშაობდა კერძო სექტორში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური სამდივნოს თავმჯდომარის მოადგილე და მრჩეველი, მოგვიანებით კი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. 2018 წლის 27 ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების ორგანიზაციას (YTB). საგულისხმოა, რომ აბდულლაჰ ერენს დიდი წვლილი მიუძღვის თურქეთში განათლების მისაღებად ჩამოსული უცხოელი სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელების თვალსაზრისით.
 იგი დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.

უახლესი სტატიები