g100.ge

მარნეულში საპროტესტო აქცია ჩატარდა

პოლიტიკა - 2024/12/04 18:38
მარნეულში საპროტესტო აქცია ჩატარდა

„არა გაყალბებულ არჩევნებს, წინ ევროპისკენ“ - ამ სლოგანით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მარნეულში ცესკოს წინ აქცია გამართეს. 

“Aktual.ge”ს ცნობით, აქციის მონაწილეები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ, ჯერ აქცია საარჩევნო კომისიის წინ გამართეს ლოზუნგით “შავი ლაქა ხარ”, შემდეგ კი მარნეულის მერიის წინ გადავიდნენ და ხელისუფლების წინაღმდეგ სიტყვით გამოვიდნენ.  მათ დაგმეს თბილისში გამართულ მიტინგზე პოლიციის მხრიდან ძალადობა და სოლიდარობა გამოუცხადეს დაკავებულ მომიტინგეებს. 

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტის, ელვინ კერიმოვის გათავისუფლება. 

შეგახსენებთ, რომ მერიის წინ სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

უახლესი სტატიები