თურქეთი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს - ამჯერად, აქ სპორტული ტურიზმის ფორუმი „Sports & Events Türkiye“ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ იგი პირველად ჩატარდება თურქეთის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრში, ანტალიაში , რომელიც გაგრძელდება 31 მაისიდან 3 ივნისამდე.
გლობალური სპორტული ღონისძიებების ბაზარი მნიშვნელოვნად იზრდება და პროგნოზის მიხედვით, 2031 წლისთვის მისი მოცულობა 609 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. სწორედ ამ ფონზე, თურქეთმა თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და კარგად განვითარებული სპორტული ტურიზმის სისტემის დამსახურებით,
შეძლო თავი დაემკვიდრებინა საერთაშორისო ღონისძიებებისთვის მიმზიდველ ქვეყნად, რაც მის იმიჯს საერთაშორისო ტურისტულ ასპარეზზე კიდევ ერთხელ განამტკიცებს.
ღონისძიება ტარდება სხვადასხვა სახელმწიფო და ტურისტული ორგანიზაციების მხარდაჭერით. აქ ერთად თავს მოიყრიან სპორტისა და ღონისძიებების სფეროს წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. მისი მთავარი მიზანია თურქული კომპანიების დაკავშირება საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ევრაზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან და თანამშრომლობის გაძლიერება ისეთ მიმართულებებით, როგორიცაა სპორტული მოგზაურობა, ტურნირები, ჯგუფური ტურები და სხვ.
ღონისძიება გააერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს და 80-ზე მეტ ადგილობრივ ორგანიზაციას. დაგეგმილია 1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა (B2B), ასევე სხვადასხვა აქტივობები - ქსელური შეხვედრები, სასტუმროებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის დათვალიერება, სპორტული ღონისძიებები, ქალაქის ტურები და გალა საღამოები.
თურქეთი ვიზიტორებს მრავალფეროვან სპორტულ შესაძლებლობებს სთავაზობს. ზაფხულში შესაძლებელია წყალთან დაკავშირებული აქტივობებით დაკავება, მაგალითად, დაივინგი, და კაიტსერფინგი, ასევე, ზამთარში თხილამურებით სრიალი, ხოლო გაზაფხული და შემოდგომა იდეალურია გოლფისთვის, ლაშქრობისა და რაფტინგისთვის. სწორედ ეს მრავალფეროვნება აქცევს ქვეყანას როგორც აქტიური დასვენების, ისე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ტარდება არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, მათ შორის Tour of Türkiye, Bosphorus Cup და Salomon Cappadocia Ultra Trail, რომელმაც საერთაშორისო აღიარებაც კი მოიპოვა სპორტული ტურიზმის სფეროში.
რაც შეეხება ანტალიას, იგი არა მხოლოდ პოპულარული საკურორტო ქალაქია, არამედ სპორტული აქტივობებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ცენტრად ითვლება. აქ წელიწადის 300 დღე მზიანი ამინდია , რაც იდეალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა სპორტისთვის. რეგიონში მოგზაურობის დროს შეგიძლიათ ლაშქრობა ლიკიის გზაზე, ველოსიპედით სეირნობა, გოლფი ბელექში, დაივინგი ქაშში, რაფტინგი ქოფრულუს კანიონში და სხვა საინტერესო აქტივობები.
ანტალია ასევე ცნობილია საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებით, როგორიცაა Turkish Airlines Open, Runtalya Marathon და Tour of Antalya. ქალაქს უკვე აქვს დიდი გამოცდილება მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის პოზიციას გლობალურ სპორტულ ტურიზმში.
საბოლოოდ, „Sports & Events Türkiye“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ თურქეთი ჩამოყალიბდეს როგორც საერთაშორისო სპორტული ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ჰაბი.