g100.ge

გარდაბანში „Aktual Media“-ს ფილმის, "ნოველას" ჩვენება გაიმართა

გარდაბანში „Aktual Media“-ს  ფილმის,

23 მარტს გარდაბანში აქტუალ მედიას მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის,  "Novella"-ს ჩვენება გაიმართა. ღონისძიება გარდაბნის განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრმა დააორგანიზა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გარდაბნის მერიის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.

გარდაბნის განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრის დირექტორმა, ჩიჩექ ჰუსეინოვამ   სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოავნია აღნიშნული ფილმის, მარნეულის შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენება.  

 მოგვიანებით, „Aktual Media“-ს დამფუძნებელმა და ფილმის იდეის ავტორმა, ილქინ ჰუსეინოვმა   თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მრავალი წლის მანძილზე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით ვრცელდებოდა რეალობას აცდენილი ინფორმაცია, რომ თითქოს ისინი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ არიან აქტიურად ჩართულები.  მისი თქმით, დღეს უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა აზერბაიჯანელია წარმატებული, რომლებსაც აქვთ საკუთარი პროფესია და რომლებიც  მხარს უჭერენ საქართველოს გამთლიანებასა და მის ევროპულ მომავალს. სწორედ ამ სტერეოტიპების დამსხვრევის მიზნით შეიქმნა ფილმი "ნოველა".   

სიტყვით გამოვიდა ფილმის სცენარის ავტორი ელნურ ველიზადეც, რომელმაც ფილმის შინაარსზე ისაუბრა.  

 ასევე პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა აღნიშნა, რომ ფილმი „ნოველა“ ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციაა და იმედი აქვს, მსგავსი პროექტები ისევ გაგრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ ფილმი იწყება საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის, ინტერვიუთი, სადაც ის საქართველოში აზერბაიჯანელთა სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ფილმში მოთხრობილია ექვსი წარმატებული ახალგაზრდის ცხოვრების ისტორია: იურისტი ედა გოჯაევა, კლინიკა Pineo-ს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ ლინდა მუსტაფაევა, პიანისტი და საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი შაბან მამედოვი, მხატვარი ემილია ჰუსეინოვა, ინგლისური ენის მასწავლებელი სამირა ისმაილოვა  და სტომატოლოგი მამედ მურადოვი. 
შეგახსენებთ, რომ ფილმის  პრემიერა  ქალაქ მარნეულში 28 თებერვალს შედგა.

ცნობისთვის, "ნოველას" მხარი დაუჭირეს ბიზნესმენებმა. ასევე ფილმის ოფიციალური მხარდამჭერები არიან აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი  და აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში.

უახლესი სტატიები