g100.ge

ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი

ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტი

კერძოდ, გვიან ღამით, ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირზე საპასუხო დარტყმები დაიწყო მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ინდოეთის ადმინისტრირებულ ქაშმირში, ტურისტებზე სასიკვდილო თავდასხმა განხორციელდა. მომხდარის შედეგად მაშინ 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

პაკისტანის სამხედრო ძალები კი აცხადებს, რომ ინდოეთმა სამოქალაქო ტერიტორიებს დაარტყა. 

7.05 - 09:41

ინდოეთი აცხადებს, რომ პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში 9 ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, ხოლო პაკისტანი ამბობს, რომ 5 ინდური გამანადგურებელი ჩამოაგდო. ინდოეთი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

7.05 - 09:47

ოფიციალური ისლამაბადის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინდოეთის თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 46 კი დაიჭრა. მსხვერპლზე ინდური მხარეც საუბრობს და აცხადებს, რომ იერიშის შედეგად 10 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 48 დაშავდა.

7.05 - 10:01

CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის ხელისუფლებამ მოქალაქეების "დაუცველი ზონებიდან" ევაკუაციის ბრძანება გასცა, რადგან ნიუ-დელისა და ისლამაბადს შორის კონფლიქტი ესკალაციას განიცდის. ვიცეგუბერნატორის ოფისმა X-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ევაკუირებული მოქალაქეები საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფილი იქნებიან.

7.05 - 10:07

IndiGo, Air India და სხვა ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს. 

უახლესი სტატიები