g100.ge

მარნეულში ჭადრაკის ტურნირი "MARNEULI OPEN 2025" გაიმართა 

მარნეულში ჭადრაკის ტურნირი

მარნეულში, "განვითარებისა და განათლების ცენტრის" ორგანიზებითა და "სოკარის" მხარდაჭერით, ჩაის სახლში ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი "Marneuli Open 2025" გაიმართა.

ტურნირში 61 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ "ჩაის სახლის" ხელმძღვანელი ემინ აჰმედოვი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის დირექტორი მურად მურადოვი. მათ ახალგაზრდული ჭადრაკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

ტურნირი შვეიცარული სისტემით ჩატარდა. 12 წლამდე ასაკის კატეგორიაში ჩაის სახლის ჭადრაკის კლუბის წევრმა თიმურ კალაევმა 6 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა, აიხან ასგაროვმა 6 ქულით მეორე ადგილი, ხოლო საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის კლუბის წევრმა მურად ნაბიევმა ასევე 6 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

16 წლამდე ასაკის კატეგორიაში, სოფელ იორმუღანლოდან თაჰირ მამედოვმა 7 ქულით პირველი ადგილი  და ბეჰლულ გულიევმა 6 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მარნეულიდან   ალი ალიევმა 6.5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.    

 

უახლესი სტატიები