g100.ge

უკრაინული მედია - კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

უკრაინული მედია - კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

კიევის ოლქის ჩაბანიშის დასახლებაში, კიევ-ოდესის გზატკეცილზე რუსული დრონის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საოლქო პროკურატურამ განმარტა, რომ დარტყმა სავაჭრო ცენტრთან ახლოს დაფიქსირდა. თავდასხმის შედეგად ავტომობილები დაიწვა.

ცნობისთვის, მანამდე, კიევის ოლქის ობუხივის რაიონში, ერთ-ერთი საწარმოს შენობაზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

უახლესი სტატიები