g100.ge

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - არსებული ინფორმაციით, 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - არსებული ინფორმაციით, 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია.

„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

 გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

უახლესი სტატიები