„სოკარ ჯორჯია გაზმა“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
კომპანიის მიერ საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-სთვის გამოგზავნილ პრესრელიზს უცვლელად გთავაზობთ:
" სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობის საყურადღებოდ!
შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ
განმარტავს, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,
2026 წლის 1 აგვისტოდან შპს „მამედ“-ს ჩამოერთვა ლიცენზია და აღარ გააჩნია
ბუნებრივი აირის ყიზილ-აჯლოს არეალში განაწილების უფლება. შესაბამისად შპს
„მამედის“ მიერ გაზის ჩართვა და/ან გათიშვის მიზნით განხორციელებული ყველა
ქმედება ჩაითვლება უკანონოდ.
ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფის დადგენა მარეგულირებელი ორგანოს
პრეროგატივაა. სოფელი ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის დღემდე მოქმედი
ტარიფი არის 47 თეთრი მიუხედავად იმისა, რომ შპს „მამედმა“ უკანონოდ, საკუთარი
ინიციატივით ბოლო პერიოდში რამდენჯერმე განაცხადა ტარიფების ცვლილების
შესახებ.
სამწუხაროდ შპს „მამედის“ მიერ წლების მანძილზე მოხმარებული ბუნებრივი აირის
დაგროვილი დავალიანება და ლიცენზიის პირობების სისტემატური დარღვევა
მოსახლეობის გაზმომარაგების შეწყვეტის და ლიცენზიის გაუქმების მიზეზი გახდა.
1 აგვისტოდან ლიცენზიის ფარგლებში ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის
განხორციელება დაევალა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“. შესაბამისად სოფელ ყიზილ-
აჯლოს ყველა მომხმარებელი, რომელიც ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა შპს
„მამედისგან“, უნდა დარეგისტრირდეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტად,
იმისათვის, რომ „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ჯეროვნად განახორციელოს კანონის მიერ
მასზე დაკისრებული ვალდებულება და სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობა
უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და სტაბილური გაზმომარაგებით, იმედს
ვიტოვებთ, რომ შპს „მამედის“ ქმედებები არ გასცდება სამართლებრივ ჩარჩოს და მისი
ხელმძღვანელობა კონსტრუქციულად უპასუხებს ჩვენი მხრიდან გაჟღერებულ
წინადადებებს თანამშრომლობის შესახებ",-წერს შპს "სოკარი ჯორჯია გაზი"