გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში მკვლელობის ფაქტი მოხდა.
ინფორმაცია Aktual.ge-ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაუდასტურეს.
ამ ეტაპზე შემთხვევის სრული დეტალები უცნობია. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ეჭვმიტანილი პირი ჩაბარებაზე უარს აცხადებდა, თუმცა ბოლოს ის მაინც დააკავეს.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.