თბილისში, 23 წლის ბიჭი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრია და ის ბოლო წლებში, თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.