g100.ge

მარნეულში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კრიმინალი - 2026/02/09 11:55
მარნეულში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მარნეული-სადახლოს გზაზე  საგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.   

Aktual.ge-ის ცნობით, შემთხვევა  გუშინ  საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, ავტოავარიის  შედეგად ერთი ადამიანი მძიმე დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სხვა პირები კი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები გამოიძახეს.

დადგინდა, რომ დაღუპული  სადახლოს მკვიდრი, 43 წლის ადილხან გორადალოვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ  საინფორმაციო პორტალ  Aktual.ge-ს აცნობა, ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

უახლესი სტატიები