g100.ge

მარნეულში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

კრიმინალი - 2026/07/01 14:20
მარნეულში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში შუახნის მამაკაცი დანით დაჭრეს.

Aktual.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას დანით მიყენებული ჭრილობების მქონე მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე შემთხვევის სრული დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი სავაჭრო საკითხი გახდა.

Aktual.ge შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.

უახლესი სტატიები