მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა.
Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მეორე - სტაბილური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) დაიწყო.