g100.ge

მარნეულში შუახნის მამაკაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა

კრიმინალი - 2026/07/22 16:27
მარნეულში შუახნის მამაკაცმა ოჯახის წევრები დანით დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი დანით დაჭრა.

Aktual.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ინციდენტი დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

 მოპოვებული ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო მეორე - სტაბილური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა საინფორმაციო პორტალ Aktual.ge-ს განუცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) დაიწყო.

უახლესი სტატიები