g100.ge

ზამთრის ჯადოსნური მარშრუტი აღმოსავლეთ თურქეთში

კულტურა - 2025/12/10 13:11
ზამთრის ჯადოსნური მარშრუტი აღმოსავლეთ თურქეთში

თურქეთი, მსოფლიოს ხუთ ყველაზე პოპულარულ ქვეყანას შორის არის, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ წელიწადის ოთხივე სეზონზე საუკეთესოდ დაისვენონ. განსაკუთრებით გამოირჩევა ზამთრის სეზონი, რა დროსაც სამთო-სათხილამურო კურორტებზე აქტიურად ჩადიან დამსვენებლები და სასიამოვნოდ ატარებენ თოვლიან დღეებს.

Tripadvisor-ის ზამთრის მოგზაურობის ინდექსის მიხედვით,    ტურისტთა   60%-მა უკვე დაჯავშნა ადგილები ზამთრისთვის  და ეს დაჯავშნები წლიდან წლამდე 45%-ით იზრდება,  რადგან მსოფლიო მასშტაბით ვიზიტორები როგორც ცოცხალი ურბანული კულტურით, ისე ზამთრის გამოცდილებით ინტერესდებიან.   ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ქვეყნის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი — ადგილი, სადაც ბუნება,  ისტორია და  კულინარია ერთიანდება. სწორედ აქ შეძლებთ  დააგემოვნოთ ავთენტური კერძები, დატკბეთ ულამაზესი ხედებით და შეხვდეთ თბილ, სტუმართმოყვარე ადამიანებს, რომლებიც რეგიონს განსაკუთრებულ ხიბლს მატებენ.

მოგზაურობა შუა საუკუნეებში ყარსში

თქვენ შეგიძლიათ მოგზაურობა დაიწყოთ აღმოსავლეთის ექსპრესის მარშრუტის   ერთ-ერთ ქალაქში,  ყარსში, რომელიც      ვიზიტორებს, ფაქტობრივად, თავისი უნიკალური არქიტექტურით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და შთამბეჭდავი ხედებით აჯადოებს. ეს ადგილი კი  ჩილდირის ტბიდან იწყებდა და სარიყამიშით მთავრდება.    

ჩილდირის ტბის სამხრეთით მდებარე  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი,  უძველესი ქალაქი ანი   ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი გაჩერებაა. ის  2016 წლიდან  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ანის ეს ტერიტორია  ტერიტორია იყო ქართული, სომხური, ბიზანტიური, სელჩუკური და ოსმალური კულტურების კვეთის წერტილი. აღსანიშნავია ისიც, რომ  ოდესღაც „ათას ერთი ეკლესიის ქალაქის“ სახელით ცნობილი ანი აბრეშუმის გზაზე კულტურულ, პოლიტიკურ და კომერციულ ცენტრს წარმოადგენდა.

  მოგეხსენებათ, ყარსი    „ყველის დედაქალაქად“ ითვლება. აუცილებლად გასინჯეთ ქალაქის  ქაშარი და გრუიერის ყველი, ასევე ეწვიეთ ადგილობრივ    ყველის მუზეუმს. საღამოს კი   გასინჯეთ ტრადიციული ბატის კერძები და ჰინგელი (მანტის სახეობა).

ოსმალური სიდიადის შეგრძნება აღრიში

აღრის რეგიონი გამოირჩევა როგორც ბუნებით, ისე საოცარი არქიტექტურით. აქ ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო სანახავია  იშაქ ფაშას სასახლე დოღუბაიაზითში. ეს არის  მდიდრული კომპლექსი, სადაც ოსმალური, სპარსული და სელჩუკური სტილები ერთიანდება. სასახლეს აქვს მეჩეთი, მედრესე, აბანო, სამზარეულო და გამორჩეული გათბობის სისტემა. 

 

სელჩუკური საფლავები Cittaslow-ს  ქალაქ  აჰლათში

Cittaslow-ს  ქალაქი    აჰლათი ცნობილია სელჩუკური პერიოდის უნიკალური საფლავებით, რომლებიც იუნესკოს სავარაუდო სიაშია შეტანილი. ეს მონუმენტური ქვები ადრეული თურქული ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშებია.  აღსანიშნავია  ბითლისი, რომელიც  ისტორიული და ბუნებრივი მარგალიტებით სავსე რეგიონია. საგულიხმოა  ტატვანი,, ვანის ტბის სანაპიროზე მდებარე ულამაზესი რაიონი, სადაც დღე  შეგიძლიათ   დაიწყოთ უგემრიელესი  საუზმით. საუზმე კი   შეიცავს ბითლისის თაფლს და ადგილობრივ ყველს.   

აქ ყოფნისას არ უნდა  გამოტოვოთ  ნემრუთის კრატერული ტბა და სუფანის მთა, რომლებიც რეგიონის საუკეთესო   ლოკაციებად ითვლება.

აქდამარის კუნძული   და ეკლესია - ვანის ტბის მარგალიტები

მოგზაურობა დაასრულეთ ვანში — ქალაქში, რომელიც ვანის ტბის სანაპიროზე მდებარეობს და სადაც მრავალ ცივილიზაციას უარსებია.  ტრადიციული ვანის საუზმის შემდეგ ნავით გაეშურეთ აქდამარის კუნძულზე, სადაც არსებობს შუა საუკუნეების აქდამარის ეკლესია  ქვის რელიეფებითა და ფრესკებით.

 

უახლესი სტატიები