g100.ge

თურქეთი - ზღვა, მზე და ხელსაყრელი შეთავაზებები ერთ მოგზაურობაში

კულტურა - 2026/07/24 11:49
თურქეთი - ზღვა, მზე და ხელსაყრელი შეთავაზებები ერთ მოგზაურობაში

თუ დასვენების დაგეგმვას ბოლო წუთამდე აჭიანურებთ, თურქეთი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. მზე, ზღვა,  თბილი ამინდი და მრავალფეროვანი კურორტები თქვენ გელოდებათ.    Expedia Group-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამგზავრებამდე 7–13 დღით ადრე შესრულებული ძიებების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. ამ ტენდენციის ფონზე, თურქეთი სპონტანური დასვენებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად რჩება.

ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე დამსვენებლებს დახვდებათ ფირუზისფერი ზღვა, ოქროსფერი სანაპიროები, პატარა  მყუდრო ყურეები, თურქული სამზარეულო,  ღვინის მარნები, ღამის მუზეუმების პროგრამა და მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის დაივინგი და პარაპლანით ფრენა.

ანტალია 

 ანტალია  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქია. წელიწადში 300-ზე მეტი მზიანი დღით, მაღალი დონის სასტუმროებითა და კეთილმოწყობილი კურორტებით ის იდეალური არჩევანია როგორც ოჯახური, ისე სოლო დასვენებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ანტალია   232 „ლურჯი დროშის“(blue flag ) სტატუსის  მქონე სანაპიროა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქ მდებარეობს ბელექის, გუნდოღდუს, ქადრიეს, კაპუტაშის, პატარასა და კეკოვას ცნობილი სანაპიროები, რომლებიც კამკამა  წყლებით, უნიკალური ბუნებითა და თვალწარმტაცი ხედებით გამოირჩევა. პატარას სანაპირო ასევე ცნობილია იმით, რომ აქ Caretta caretta-ს სახეობის ზღვის კუები ბუდობენ.

ეგეოსის ცხოვრების სტილი

თურქეთის დასავლეთი სანაპირო, თავისი მომხიბვლელი ზღვისპირა ქალაქებით, ისტორიული სოფლებით, უძველესი ქალაქებითა და პოპულარული კურორტებით  მხოლოდ სპონტანური დასვენების ადგილი არ არის. რეგიონი გამოირჩევა  ფეშენებელური სასტუმროებით, მდიდარი კულინარიული ტრადიციებით, რომლებიც ზეითუნის ზეთზე, სეზონურ ბოსტნეულზე, ახალ ზღვის პროდუქტებსა და გამორჩეულ თურქულ ღვინოებზეა დაფუძნებული. აქ კულტურა, ბუნება და გასტრონომია ერთმანეთთან ჰარმონიულად არის შერწყმული.

კრისტოფერ ნოლანის ფილმის „ოდისეა“ გამოსვლის ფონზე, ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონი მოგზაურებს ჰომეროსის ლეგენდარული სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობას სთავაზობს. აქ მდებარეობს უძველესი ქალაქი ტროა და ჩანაქქალე, სადაც მითოლოგია, არქეოლოგია და ულამაზესი სანაპიროები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. იქვეა ასოსის ისტორიული სანაპირო და  კუნძული ბოზჯაადა, ხოლო სამხრეთით მდებარე აივალიქი და ჯუნდა სტუმრებს თვალწარმტაცი ქუჩებით, ზღვისპირა ატმოსფეროთი და მშვიდი ცხოვრების სტილით იზიდავს.

 

მოგზაურობა გრძელდება იზმირში -  ეგეოსის რეგიონის გულში, სადაც ჩეშმე, ალაჩათი და ურლა თანამედროვე სანაპირო ცხოვრებას, ბუტიკური ღვინის მარშრუტებსა და MICHELIN-ის მიერ აღიარებულ რესტორნებს აერთიანებს. უფრო სამხრეთით მდებარე ბოდრუმი, დათჩა, მარმარისი და ფეთჰიე კი სტუმრებს სთავაზობენ კრისტალურად სუფთა ზღვას, ლეგენდარულ „ლურჯი მოგზაურობის“ მარშრუტებს, მაღალი კლასის კურორტებსა და დაუვიწყარ გასტრონომიულ გამოცდილებას.

თუ ზაფხულის დასვენებას ჯერ კიდევ გეგმავთ ან სპონტანური მოგზაურობის სურვილი გაქვთ, თურქეთის მონახულებისთვის საუკეთესო დრო სწორედ ახლაა. ეს  საზაფხულო სეზონი საშუალებას მოგცემთ, ისიამოვნოთ მზიანი დღეებით, თურქული სტუმართმოყვარეობითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

უახლესი სტატიები