g100.ge

თურქეთში  დასვენება იწყება აეროპორტიდან- ნაკლები ლოდინი, მეტი დრო მოგზაურობისთვის

კულტურა - 2026/07/24 13:23
თურქეთში  დასვენება იწყება აეროპორტიდან- ნაკლები ლოდინი, მეტი დრო მოგზაურობისთვის

ზაფხულის არდადეგებზე მოგზაურებისთვის მთავარი არა მხოლოდ დანიშნულების ადგილია, არამედ ისიც, თუ რამდენად მარტივად და კომფორტულად შეძლებენ იქ ჩასვლას. აეროპორტებში ხანგრძლივი ლოდინი ბევრ დროს აკარგვინებს მოგზაურობის სურვილს, ამიტომ სწრაფი და უპრობლემო მგზავრობა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.  დღეს მოგზაურები     მეტად აფასებენ კომფორტულ და სწრაფ მგზავრობას, რათა ნაკლები დრო გაატარონ გზაში და მეტი დრო დაუთმონ დასვენებას.

ზაფხულის სეზონზე   აეროპორტში გრძელი რიგები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) კვლევის მიხედვით, შენგენის ზონაში ახალი შესვლა-გასვლის სისტემის (EES) გამო 3-4 საათიანმა ლოდინმა შესაძლოა მოგზაურთა დაახლოებით მესამედს ამ მიმართულებით გამგზავრების სურვილი შეუმციროს.

ამ მხრივ, თურქეთი სტუმრებს სწრაფ და კომფორტულ ჩასვლას სთავაზობს. ქვეყნის ფართო საერთაშორისო ავიაკავშირები და გამართული სასაზღვრო პროცედურები ტურისტებს საშუალებას აძლევს მოგზაურებს, ნაკლები დრო დაკარგონ ლოდინში და დასვენება ჩამოსვლისთანავე დაიწყონ.

პირდაპირი ფრენები და ნაკლები ლოდინი

თურქეთის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საერთაშორისო მოგზაურებისთვის არის კარგად განვითარებული აეროპორტების ქსელი, რომელიც ქვეყნის შვიდივე რეგიონს მოიცავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ხარისხიანი მომსახურება და თურქული სტუმართმოყვარეობა სტუმრებს ჩამოსვლისთანავე კომფორტულ გარემოს უქმნის. სტამბოლს, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდ და საერთაშორისო ქალაქს, ორი   აეროპორტი ემსახურება. ასევე მარტივად არის ხელმისაწვდომი სხვა პოპულარული მიმართულებები - ეგეოსის რეგიონის ქალაქები იზმირი და მუღლა, თურქეთის რივიერის მთავარი კურორტი ანტალია და ქვეყნის დედაქალაქი ანკარა. ასევე, ახლომდებარე აეროპორტების საშუალებით კაბადოკიის უნიკალურ ბუნებრივ ლანდშაფტებთან მისვლაც მარტივია,  რაც ამ ცნობილ ტურისტულ ადგილს მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

თურქეთის ძლიერი საჰაერო კავშირები მოგზაურობას კიდევ უფრო ამარტივებს. განსაკუთრებით სტამბოლისა და ანტალიის აეროპორტებიდან სრულდება უამრავი  პირდაპირი ფრენა მსოფლიოს სხვადასხვა მნიშვნელოვან ქალაქთან.

ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სტამბოლის აეროპორტი, რომელმაც 31 მაისს,   ერთ დღეში 1 730 ფრენა განახორციელა  და ამით რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. მისი დიდი ტერმინალები, ეფექტიანი მომსახურება და მგზავრებზე ორიენტირებული სისტემა უზრუნველყოფს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას.

 

მარტივი კავშირები მოგზაურობის ყველა ეტაპზე

თურქეთის სხვა აეროპორტებიც კარგად არის დაკავშირებული მსოფლიოს დიდ ქალაქებთან. ზაფხულის სეზონზე იზმირის, მუღლას და ანტალიის აეროპორტებში ევროპიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.

დღეში რამდენიმე რეისის არსებობისა და საშუალოდ 3-4 საათიანი ფრენის დროის გამო, თურქეთში მოკლე დასვენების დაგეგმვაც მარტივია. ხმელთაშუა ზღვის თბილი კლიმატის მეშვეობით კი ზაფხულის სეზონი სექტემბრამდე და ოქტომბრამდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ აქ მოგზაურებს ელოდებათ საოცარი სანაპიროები,  სუფთა ზღვა და ისეთი აქტივობები, როგორიცაა დაივინგი და სხვა საზღვაო თავგადასავლები.

თურქეთის აეროპორტების კიდევ ერთი უპირატესობა ქალაქის ცენტრებთან მარტივი კავშირია. მგზავრებს შეუძლიათ გამოიყენონ მუნიციპალური ავტობუსები, მეტრო, ტაქსი და სპეციალური აეროპორტის შატლები, რომლებიც სწრაფად აკავშირებს აეროპორტებს ქალაქის მთავარ უბნებთან. ანტალიის სანაპიროებიდან  სტამბოლის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებამდე და კაბადოკიის უნიკალურ ხედებამდე, თურქეთი მოგზაურებს დაუვიწყარ საზაფხულო გამოცდილებას სთავაზობს. დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა და ისიამოვნეთ კომფორტული   დასვენებით.

უახლესი სტატიები