თაფლობის თვე ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მოგზაურობაა, ამიტომ ახალდაქორწინებულები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მიმართულებებს, რომლებიც რომანტიკას, კომფორტსა და უნიკალურ გამოცდილებას აერთიანებს. სწორედ ასეთ შესაძლებლობას სთავაზობს მათ თურქეთი.
ანტალია - ხმელთაშუა ზღვის რომანტიკა
ზიანი ამინდი, ოქროსფერი პლაჟები და ზღვისპირა ფუფუნება ანტალიას თაფლობის თვისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად აქცევს. აქ წყვილებს ელით მაღალი კლასის სასტუმროები, კერძო ვილები, VIP პლაჟები, იახტით გასეირნება თურქეთის რივიერაზე და დაუვიწყარი მზის ჩასვლები ხმელთაშუა ზღვაზე.
მათ, ვისაც აქტიური დასვენება იზიდავს, შეუძლიათ ქაშში დაივინგი სცადონ, კეკოვას სანაპიროს კაიაკით გაეცნონ, ბელეკში გოლფი ითამაშონ, ისტორიული ღირსშესანიშნაობები მოინახულონ ან ლიკიის ცნობილ ბილიკზე გაისეირნონ. დღის დასასრულს კი წყვილებს შეუძლიათ განიტვირთონ ტრადიციულ ჰამამში, სპა-პროცედურებით ისიამოვნონ და ხმელთაშუაზღვისპირული სამზარეულოს გამორჩეული გემოები დააგემოვნონ.
მუღლა - ეგეოსის ზღვის ფუფუნება
მუღლას რეგიონში მდებარე ბოდრუმი, მარმარისი და ფეთჰიე თურქეთის ყველაზე პრესტიჟულ საკურორტო მიმართულებებს შორისაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ბოდრუმი, სადაც წყვილებს ელოდებათ მაღალი კლასის სასტუმროები, კერძო სანაპიროები, უსასრულო აუზები, სპა-ცენტრები და სხვა პერსონალური მომსახურებები.
სტამბოლი
სტამბოლი თაფლობის თვეს წყვილებს ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე კომფორტის შერწყმას სთავაზობს. ახალდაქორწინებულებს შეუძლიათ დარჩნენ ისტორიულ ოსმალურ სასახლეებში მოწყობილ სასტუმროებში, ბოსფორზე კერძო კრუიზით გაისეირნონ, ტრადიციული ჰამამი გამოცადონ და მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებში ივახშმონ.
პროგრამას ავსებს აია სოფიასა და სხვა ღირსშესანიშნაობების კერძო ტური, ვერტმფრენით ფრენა ბოსფორის თავზე, მუზეუმების VIP-ტურები და შოპინგი ნიშანთაშის, ბაღდათის გამზირსა და ისტორიულ დიდ ბაზარში.
კაპადოკია - ზღაპრული თაფლობის თვე
კაპადოკია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ მიმართულებად ითვლება. მზის ამოსვლისას საჰაერო ბუშტით ფრენა, კლდეში ნაკვეთ მდიდრულ სასტუმროებში დასვენება, ცხენით სეირნობა და მიწისქვეშა ქალაქების დათვალიერება წყვილებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის.
კაპადოკიაში სტუმრებს ასევე ელით სპა-პროცედურები, ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია, ანატოლიური სამზარეულო და მიშლენის გიდში შესული რესტორნები. ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვახშამი და მშვიდი გარემო ამ მოგზაურობას განსაკუთრებულ რომანტიკულ ელფერს სძენს.
თურქეთი ახალდაქორწინებულ წყვილებს სთავაზობს ფუფუნების, კომფორტის, ბუნების, კულტურისა და რომანტიკის უნიკალურ შერწყმას, რაც თაფლობის თვეს მართლაც დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.