g100.ge

GoTürkiye-ის კინემატოგრაფიულმა პროექტებმა US International Awards 2026-ზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

კულტურა - 2026/07/24 12:19
GoTürkiye-ის კინემატოგრაფიულმა პროექტებმა US International Awards 2026-ზე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტო (TGA) GoTürkiye-ის პლატფორმის მეშვეობით აგრძელებს ქვეყნის პოპულარიზაციას კინემატოგრაფიული ისტორიებისა და ორიგინალური ციფრული პროექტების გამოქვეყნებით. სააგენტო ასევე მსოფლიოს აცნობს თურქეთის მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ცხოვრების უნიკალურ სტილს, რაც ტრადიციული ტურისტული კამპანიების ფარგლებს სცდება.

ამ შემოქმედებითმა ხედვამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.  ფილმებმა და მინი-სერიალებმა -  „So Turkish, Go Turkish“, „Antalya Gambit“   „İstanbul My Love“   2026 წლის US International Awards-ზე უმაღლესი ჯილდოები მიიღეს. კონკურსი კრეატიულობისა და კომუნიკაციების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად არის აღიარებული. GoTürkiye-ის პროექტების წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ისინი კინემატოგრაფიულ ისტორიებს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციასთან აერთიანებს. სწორედ ამ მიდგომამ მოუტანა სააგენტოს წარმატება კონკურსზე, სადაც 25 ქვეყნიდან წარდგენილ 100-ზე მეტ ფინალისტურ ნამუშევარს შორის მისი პროექტები გამოირჩა.

„So Turkish, Go Turkish“ – კონკურსის ერთ-ერთი საუკეთესო კამპანიური ფილმი

ფილმმა „So Turkish, Go Turkish“ „ქვეყნის პოპულარიზაციის“ კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ამ ნომინაციაში ოქროს ჯილდო საერთოდ არ გაიცა, აქედან გამომდინარე, ფილმი, ფაქტობრივად, კატეგორიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.

TGA-ისა და Turkish Airlines-ის ერთობლივი ნამუშევარი კინემატოგრაფიული თხრობის საშუალებით წარმოაჩენს თურქეთის კულტურულ მემკვიდრეობას, შთამბეჭდავ ბუნებასა და მრავალფეროვან ატმოსფეროს. ფილმში ნაჩვენებია აია-სოფია, კაბადოკიის საჰაერო ბუშტები, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე გამართული ტრადიციული ვახშმები და ბოსფორის უნიკალური ხედები. თურქეთი მსგავსი საერთაშორისო კამპანიების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს, რათა ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე კიდევ უფრო ფართოდ წარმოაჩინოს.

GoTürkiye-ის მინი-სერიალები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა

GoTürkiye-ის მინი-სერიალები სააგენტოს ტურისტული პოპულარიზაციის ახალი სტრატეგიის ნაწილია. კინემატოგრაფიული ხარისხისა და საინტერესო სიუჟეტების დამსახურებით, პლატფორმის ხუთმა უკვე გამოშვებულმა მინი-სერიალმა საერთაშორისო ციფრულ პლატფორმებზე 7.69 მილიარდი სარეკლამო ჩვენება და 4.4 მილიარდი ნახვა დააგროვა. ამ წარმატების გაგრძელებად ცოტა ხნის წინ მეექვსე პროექტი- „Turquoise Summer“ გამოვიდა.

US International Awards 2026-ზე მინი-სერიალმა „Antalya Gambit“ ონლაინ და სოციალური მედიის კატეგორიაში, ქალაქის პოპულარიზაციის მიმართულებით, ვერცხლის ჯილდო მიიღო, ხოლო „İstanbul My Love“, რომელიც სტამბოლის დინამიკურ და რომანტიკულ მხარეს წარმოაჩენს, იმავე კატეგორიაში ფინალისტად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ „Antalya Gambit“ დრამას, დეტექტიურ ელემენტებსა და შთამბეჭდავ ვიზუალურ თხრობას აერთიანებს. სიუჟეტი ხელოვნების კურატორ ლარასა და იდუმალ არქიტექტორ დენიზს მიჰყვება და მაყურებელს ანტალიის ულამაზეს სანაპიროებს, ფეშენებელურ კურორტებს, უძველეს ძეგლებსა და თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებას აცნობს.

„İstanbul My Love“ კი სტამბოლს მხოლოდ ფონად კი არა, ისტორიის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად წარმოაჩენს. სერიალი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის, სტამბულის, და წარმატებული ბიზნესმენის, ტანის, სიყვარულის ისტორიას. თითოეულ ეპიზოდში ნაჩვენებია ქალაქის ცნობილი ადგილები, მათ შორის ჩირაღანის სასახლე, გალათაპორტი, ბოსფორი და ბეიოღლუ, რაც სტამბოლის გაცნობას მაყურებლისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.

უახლესი სტატიები