g100.ge

თურქეთის შავი ზღვის რეგიონი ზამთრის დასვენებისთვის საუკეთესო მიმართულებებს შორის დასახელდა

მსოფლიო - 2026/02/24 13:48
თურქეთის შავი ზღვის რეგიონი ზამთრის დასვენებისთვის საუკეთესო  მიმართულებებს   შორის დასახელდა

ზამთარში თურქეთის შავი ზღვის რეგიონი სრულიად განსხვავებულ და შთამბეჭდავ სახეს იღებს. თოვლით დაფარული მთები, ტყეები და სანაპიროები ქმნის უნიკალურ გარემოს ტურისტებისთვის. ეს რეგიონი გამოირჩევა არა მხოლოდ ბუნებრივი სილამაზით, არამედ საოცარი ისტორიული ძეგლებით, თერმული წყლებით, სათხილამურო კურორტებითა და მდიდარი ტრადიციული სამზარეულოთი. სწორედ ამ განსაკუთრებული თვისებების გამო, შავი ზღვის რეგიონი National Geographic-ის 2026 წლის საუკეთესო მიმართულებებს  შორის მოხდა.

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონი - თოვლი, ბუნება და ისტორია

აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში ზამთრი სპერიოდში    ქალაქები ორდუ და გირესუნი   სრულად თოვლით იფარება.    ორდუში ვიზიტორებს შეუძლიათ საბაგიროთი ავიდნენ ბოზთეფეს მაღლობზე (Boztepe) და დატკბნენ პანორამული ხედებით. შემდეგ ქალაქ ფერშემბეში მდებარე   იასონ ბურნუს (Cape Jason) ეკლესია მოინახულონ და ულუგოლის ტბის  მიმდებარე ბუნგალოებში დაბინავდნენ.  ამასთან,   ჩამბაშის პლატო (Çambaşı Plateau) და ჩამბაშის სათხილამურო კურორტიც (Çambaşı Ski Resort)   იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ზამთარში  აქტიური დასვენება სურს.

გირესუნში ზამთარი განსაკუთრებით ლამაზ ხედებს ქმნის ქუმბეთის პლატოზე, გოქსუს ტრავერტინებსა და ქუზალანის ჩანჩქერზე. კულტურის მოყვარულებისთვის საინტერესოა სოფელი ქუშქოიც ( Kuşköy), სადაც ადამიანები ერთმანეთს სტვენით ელაპარაკებიან.  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტვენის  ენა  UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ტრაბზონი, რიზე და ართვინი -  ზამთრის გამორჩეული მიმართულებები

ტრაბზონი შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია. აქ მდებარეობს სუმელას მონასტერი, რომელიც UNESCO-ს სიაშია შეტანილი. ასევე ძალიან მოგხიბლავთ  უზუნგოლის ტბა და მის მიმდებარედ არსებული  პლატოები - მაჩქა (Maçka) და ერიქბელი (Erikbeli), რომლებიც ზღაპრულ გარემოს ქმნის .  სოფელი ჰამსიქოის (Hamsiköy) კი   სტუმრებს სთავაზობს მყუდრო გარემოს, პატარა სახლებთან და მთის ხედებთან ერთად. აქვე მდებარეობს ზიგანას სათხილამურო კურორტიც (Zigana Ski Resort).

ქალაქ რიზეში ზამთარში განსაკუთრებით ლამაზია ზილის ციხე (Zil Castle), შენიუვას ხიდი (Şenyuva Bridge)  და აიდერის პლატო (Ayder Plateau), რომელიც ცნობილია თავისი ბუნებითა და თერმული წყლებით. ასევე, სათხილამურო და სნოუბორდის მოყვარულებს შეუძლიათ ეწვიონ ოვითის მთასაც (Ovit Mountain), რომელიც ამ ტერიტორიებიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს.

 

რაც შეეხება ართვინს, ის უფრო მშვიდ და ბუნებრივ გარემოს სთავაზობს ვიზიტორებს. აქ მდებარეობს ქაჩქარის და ქაფქასორის პლატოები (Kafkasör), ქალაქი შავშათი (Şavşat) და კამილის ბიოსფერული ნაკრძალი (Camili Biosphere Reserve), რომლებიც განსაკუთრებული ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა.

დასავლეთ შავი ზღვის რეგიონის ბუნება და ისტორიული ქალაქები

სტამბოლიდან დაახლოებით სამი საათის სავალზე მდებარე ბოლუ ზამთრის ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ გაისეირნონ აბანტის ტბასთან  (Lake Abant)  და იედიგიოლერის ეროვნული პარკიYedigöller National Park დაათვალიერონ, შემდგომ კი,  დარჩნენ მყუდრო მთის სახლებში. ბოლუ ასევე ცნობილია თავისი მინერალური წყლებით, განსაკუთრებით გოინიუქისა (Göynük)  და მუდურნუს (Mudurnu) ქალაქებში.

აღსანიშნავია ქალაქი საფრანბოლუ, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ის გამოირჩევა ოსმალური სტილის სახლებითა და ძველი ქუჩებით.  

ასევე საინტერესოა, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქები - ბარტინი (Bartın), სინოპი (Sinop)  და სამსუნი (Samsun).  ქალაქ სინოპში მდებარეობს თურქეთის   ჩრდილოეთ მხარის უკიდურესი  წერტილი -  ინჯებურუნი (İnceburun), ხოლო სამსუნში შესაძლებელია ისტორიული ბანდირმას გემის მუზეუმის მონახულება, რაც, ფაქტობრივად,  ისტორიულ წარსულში გამოგზაურებთ.

შავი ზღვის რეგიონის ტრადიციული ზამთრის კერძები

შავი ზღვის რეგიონი ასევე ცნობილია თავისი გემრიელი და ტრადიციული კერძებით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია ქუიმაქი, რომელიც მზადდება კარაქით, სიმინდის ფქვილით და ადგილობრივი ყველით. ასევე გავრცელებულია შავი კომბოსტოს სუპი,   თევზი ანჩოუსი და სხვ.  ამასთან, რეგიონში სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ტრაპზონის აქჩააბათის  ხორცის ბურთულები  (Akçaabat meatballs) , ჰამსიქოის ტრადიციული დესერტი (Hamsiköy) , სამსუნის ფიდე და საფრანბოლუს ცნობილი  დესერტი ლოქუმი.

არ უნდა დაგვავიწყდეს ჩაი, რომელიც მოგზაურობის დროს განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ . ადგილობრივი ჩაი  რიზეს რეგიონში მოყვანილი ჩაის ფოთლებისგან მზადდება და ის საკმაოდ არომატულია.

უახლესი სტატიები