g100.ge

ნიუ იორკში, მდინარე ჰადსონზე სატვირთო ხომალდზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

მსოფლიო - 2025/05/26 10:29
ნიუ იორკში, მდინარე ჰადსონზე სატვირთო ხომალდზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ნიუ იორკში მდინარე ჰადსონზე სატვირთო ხომალდზე აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი მუშა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა საკანალიზაციო წყლების გადამზიდ ხომალდზე მოხდა. აფეთქების დროს ბორტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ნიუ იორკის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, აფეთქების მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

უახლესი სტატიები