g100.ge

თურქეთი ანტალიაში უძველესი ძეგლების აღდგენასა და პოპულარიზაციას აგრძელებს

პოლიტიკა - 2026/07/22 13:02
თურქეთი ანტალიაში უძველესი ძეგლების აღდგენასა და პოპულარიზაციას აგრძელებს

ანდრიაკე, ლიკიის ცივილიზაციების მუზეუმი და სიედრა -  განახლებული კულტურული მარშრუტები თურქეთშ.

 მსოფლიოში კულტურული ტურიზმისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება. მოგზაურები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ მიმართულებებს, სადაც ისტორიის, კულტურისა და ადგილობრივი მემკვიდრეობის გაცნობა და დათვალიერება შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს კულტურული მემკვიდრეობის ტურებმა კულტურული ტურიზმის ბაზრის 55.6% შეადგინა, რაც ამ მიმართულების მზარდ პოპულარობას ადასტურებს.  სპეციალისტების შეფასებით, კულტურული ტურიზმის ბაზარი მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოსალოდნელია, რომ მისი მოცულობა 2026 წლის 647.5 მილიარდი დოლარიდან 2033 წლისთვის 937 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

კულტურული ტურიზმის ზრდის ფონზე, თურქეთი ერთ-ერთ გამორჩეულ მიმართულებად რჩება. აღსანიშნავია, რომ აქ მდებარეობს  გობექლითიეფე – მსოფლიოში უძველესი ცნობილი მონუმენტური ნაგებობა  და ტროა – ლეგენდარული ქალაქი, რომელმაც დასავლური ცივილიზაციის მრავალი მითი შთააგონა. სწორედ ამიტომ ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ისტორიული ძეგლების აღდგენისა და დაცვის პროექტებს, რათა კულტურული მემკვიდრეობა მომავალი თაობებისთვის სათანადოდ იქნას შენარჩუნებული  და ვიზიტორებს უფრო საინტერესო გამოცდილება შესთავაზოს. საგულისხმოა, რომ  ამ პროექტების ფარგლებში განახლდა ანდრიაკეს არქეოლოგიური ტერიტორია და ლიკიის ცივილიზაციების მუზეუმი, ხოლო სიედრაში ახალი ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა.  

მოგზაურობა ძველ ლიკიაში - ანდრიაკე და ლიკიის ცივილიზაციების მუზეუმი

ანდრიაკე, რომელიც უძველესი  ქალაქ მირას პორტი იყო, ლიკიის ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი გახლდათ. ის მნიშვნელოვანი სავაჭრო და საზღვაო ცენტრი იყო ელინისტურ, რომაულ და აღმოსავლეთ რომაულ ეპოქებშიც.

დღეს ანდრიაკეს სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ უძველესი ქალაქის კარგად შემონახული ნანგრევები. მათ შორისაა აკვედუკი, რომელიც ქალაქს სასმელი წყლით ამარაგებდა, მონუმენტური რომაული შადრევანი (ნიმფეონი), ნავსადგურის მთავარი ქუჩა, გემების სადგომების ნაშთები და ქალაქის ცენტრალური მოედანი -  აგორა, რომელიც პლაკომას სახელით არის ცნობილი. თვითონ ანდრიაკე   მდებარეობს ლიკიის ბილიკზე (Lycian Way),   რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სალაშქრო ბილიკად არის აღიარებული.

სიედრაში ახალი ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

უძველესი ქალაქი სიედრა, რომელიც ანტალიის ალანიის რაიონში, ასართეფეს გორაკის მწვერვალზე მდებარეობს, ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. არქეოლოგიური კვლევების მიხედვით, ქალაქის ისტორია ძვ. წ. IX საუკუნიდან იწყება, თუმცა მისი განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი რომაულ და აღმოსავლეთ რომაულ ეპოქებს უკავშირდება.

დღეს სიედრაში შემორჩენილია არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობა, მათ შორის კოლონადიანი ქუჩა, დიდი აბანო, საკრებულოს შენობა და ნათლობის მღვიმე. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქეოლოგიური აღმოჩენაა დიდი აბანოს მოზაიკა, რომელზეც ჰერაკლეს თორმეტივე საგმირო საქმე ერთ კომპოზიციაშია გამოსახული. ეს ნამუშევარი ანტიკური მოზაიკური ხელოვნების უნიკალურ ნიმუშად მიიჩნევა.

„მომავლისთვის მემკვიდრეობის“ (Legacy for the Future Project) პროექტის ფარგლებში სიედრაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრების, რესტავრაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ასევე გაიხსნა ახალი ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც დამთვალიერებლებს განახლებულ ინფრასტრუქტურასა და გაუმჯობესებულ ტურისტულ გამოცდილებას სთავაზობს.

განახლებული სიედრა ვიზიტორებს ყოველდღიურად, დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდე უმასპინძლებს.

უახლესი სტატიები