g100.ge

იერუსალიმში სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

პოლიტიკა - 2025/09/08 13:51
იერუსალიმში სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

იერუსალიმში მომხდარი სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი - საავადმყოფოში.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ცხრა ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, სამი სხვა პირი კი მინის ნამსხვრევების შედეგად დაშავდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მომხდარი თავდასხმის შეფასებას ახდენს.

უახლესი სტატიები