ქალაქ მარნეულში ქუჩების მორთვის / საახალწლო მორთულობების-ილუმინაციების შეძენა - მოწყობის / არსებულის აღდგენის სამუშაოები (მონტაჟი-დემონტაჟი) თანმდევი დიზაინერის მომსახურებით შესყიდვისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა 165 200 ლარს დახარჯავს.
საახალწლოდ იგეგმება ეს ადგილების მორთვა ქალაქ მარნეულის ტერიტორიაზე.
6 მაისის ქუჩაზე სკვერამდე მილის არკის მორთვა
26 მაისის ქუჩა - სკვერი „კიდევაც დაიზრდებიან“
26 მაისის ქუჩის მოედანი-შადრევანი განათდეს ილუმინაციებით
26 მაისის ქუჩა მოედნის შემდეგ განათდეს ყიზილაჯლოს ხიდამდე
სამედ ვურღუნის ქუჩაზე მოირთოს მოედანი დასაწყისში
რუსთაველის ქუჩაზე მაღალაშვილის ხიდი
სამედ ვურღუნის ქუჩაზე მოირთოს მოედანი რკინისგზის გადასასვლელთან
მერიის შენობა, კულტურის სახლი
მერიის მიმდებარე სკვერი
კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი
მოედნიდან რუსთაველის ხიდამდე
ხიდიდან ბაზრამდე
ბაზრიდან არხამდე
არხიდან ათაჰოლდინგამდე
ათაჰოლდინგიდან სამედ ვურღუნის მოედნამდე
მერიასთან ნაძვის ხის აწყობა და დაშლა
საჭიროებისამებრ დამატებით 3 (სამი) ლოკაცია შემსყიდველთან შეთანხმებით.