მუნიციპალიტეტი 91,350 ლარად სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. მათ შორისაა: სცენის მოწყობა, განათება, მუსიკალური ჯგუფის მოწვევა, ანიმატორების შოუ, დეკორაციების განთავსება, ფოიერვერკის გასროლა და წამყვანების დაქირავება.
წამყვანები გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩევა:
1. ქალბატონი.-ასაკი 35- 40 წლის. ტელევიზიაში ან რადიოში მუშაობის გამოცდილებით, მსგავსი გასართობი ღონისძიების წაყვანის გამოცდილებით.
2. მამაკაცი - ასაკი 30-40 წლის. მომღერალი, მსგავსი ღონისძიების წაყვანის გამოცდილებით. კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება 15 დან 25 დეკემბრის შუალედში გაიმართება.