g100.ge

მარნეულში ნაძვისხის ანთების ღონისძიებისთვის 91 350 ლარი დაიხარჯება

პოლიტიკა - 2024/11/14 17:40
მარნეულში ნაძვისხის ანთების ღონისძიებისთვის 91 350 ლარი დაიხარჯება

მუნიციპალიტეტი 91,350 ლარად სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. მათ შორისაა: სცენის მოწყობა, განათება, მუსიკალური ჯგუფის მოწვევა, ანიმატორების შოუ, დეკორაციების განთავსება, ფოიერვერკის გასროლა და წამყვანების დაქირავება.

წამყვანები გარკვეული კრიტერიუმებით შეირჩევა:

1. ქალბატონი.-ასაკი 35- 40 წლის. ტელევიზიაში ან რადიოში მუშაობის გამოცდილებით, მსგავსი გასართობი ღონისძიების წაყვანის გამოცდილებით.
2. მამაკაცი - ასაკი 30-40 წლის. მომღერალი, მსგავსი ღონისძიების წაყვანის გამოცდილებით. კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიება 15 დან 25 დეკემბრის შუალედში გაიმართება.

უახლესი სტატიები