მარნეულში ხანძრის შედეგად ასაკოვანი მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
ცეცხლი სავარაუდოდ გაზქურიდან გავრცელდა, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, მძინარე მოხუცი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ კაცი მარტო ცხოვრობდა.
მეზობლების ჩარევის მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.