g100.ge

"მხარდაჭერის ცენტრი", რომელიც ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებს აერთიანებს

პოლიტიკა - 2025/05/30 12:17

წარმოიდგინეთ საზოგადოება, სადაც ასაკი მხოლოდ ციფრებად ითვლება. ასაკოვანი მასწავლებლები მოსწავლეებს საშინაო დავალების შესრულებაში ეხმარება, მოსწავლეები კი ბებიებსა და ბაბუებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან, რაც მათთვის მეტად სახალისო და საინტერესოა. სპექტაკლები, სიმღერები,  თამაშები, ცეკვები და მოხუცების მოტივაციაზე ორიენტირებული სხვა აქტივობები — ეს ყველაფერი დმანისის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტის ნაწილია. სწორედაც, რომ პროექტის მიზანია თაობათაშორისი მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და ერთმანეთის მხარდაჭერა ყველა სოციალურ ასპექტში. ეს კი ცხადია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი მოზარდების  სოციალიზაციასა და ცოდნის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

ყოფილი პედაგოგისთვის, ნანასთვის ეს ცვლილება ერთ სატელეფონო ზარით დაიწყო. როდესაც მის ცხოვრებაში ახალი გვერდი გადაიშალა.

როგორც, 72 წლის ნანა გვიყვება, "მხარდაჭერის ცენტრში" ის და სხვა პედაგოგები დაკავებულნი არიან სხვადასხვა აქტივობით, რომელიც უკავშირდება ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, იქნება ეს მუსიკა, პოეზია, მხატვრობა თუ სხვა.ისინი ხშირად ახორციელებენ სპექტაკლებს როგორც ცენტრში, ისე მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშო ბაღებში. ამასობაში, ბავშვებთან კომუნიკაცია ხანდაზმულებისთვის ნამდვილ ენერგიის წყაროდ იქცა.

მათთვის ეს ცენტრი უკვე მეორე ოჯახია, სადაც ერთად დიდ დროს ატარებენ,  იზიარებენ ერთმანეთის სიხარულსა და მწუხარებას, ქმნიან მოგონებებს და სიბერეს ერთად ტკბილად ატარებენ. 

მან ბოლოს აღნიშნა, რომ:
„ბავშვები გვაძლევენ ენერგიას. ჩვენ კი ვუზიარებთ მათ სიყვარულს, გამოცდილებას და სწორ გზაზე დგომის ძალას.
ეს პროექტი აუცილებლად უნდა არსებობდეს ყველა მუნიციპალიტეტში. ეს ჩვენთვის ზღაპარია, ზღაპარს კი ასაკი არ გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ პროექტი დაფინანსებულია „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ მიერ და საქართველოში მას ახორციელებს Hilfswerk International-ი იგპ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა", ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია" და ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან" თანამშრომლობით.

უახლესი სტატიები