საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ექიმ კონსტანტინე ჩახუნაშვილის ვიდეოს, სადაც ამბობს, რომ მისთვის უცნობია, იყო თუ არა გამოყენებული აქციების დროს აკრძალული ქიმიური აგენტი "კამიტი".
წილოსანის თქმით, BBC-ის ბრალდების ფუნდამენტი მხოლოდ დემონსტრანტების გამოკითხვა და მათი აღქმებია.
„მედიასაშუალება BBC, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე
▪️არ აშუქებს საქართველოში გადატრიალების მცდელობებს
▪️აიგნორებს 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მოწოდებებს და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას უმალავს მსოფლიოს
▪️ერთი ნიუსიც არ გაუკეთებია სასამართლოს გადაწვის ტერორისტული აქტის შესახებ.
რა გასაკვირია, გვაბრალებდეს ფსიქოდელიურ სიგიჟეს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების თაობაზე იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც ჩანს, მათთვის საინტერესო მიზანს -სახელმწიფო გადატრიალებას ემსახურებიან
უფრო მეტიც, BBC ეყრდნობა ადამიანს, რომელიც ამ ვიდეოშიც ამბობს, რომ არანაირი სამედიცინო კვლევა არ ჩაუტარებია
შესაბამისად BBC-ის ბრალდების ფუნდამენტი მხოლოდ დემონსტრანტების გამოკითხვა და მათი აღქმებია“- წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, კონსტანტინე ჩახუნაშვილი არის ექიმი, რომლის დასკვნების საფუძველზეც BBC-მ სტატია გამოაქვეყნა. ჩახუნაშვილის თქმით, სწორედ მის კვლევას მიეწერა ფილმში მოყვანილი კონკრეტული დეტალები, თუმცა მისთვის უცნობია, იყო თუ არა გამოყენებული აქციების დროს აკრძალული ქიმიური აგენტი "კამიტი".