აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხვალ, 6 აპრილს, თბილისში ჩამოვა.
„Aktual.ge“-ის ცნობით, პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით უკვე თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშებია გამოფენილი.
არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის ლიდერი თბილისიში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს.
ვარაუდობენ, რომ შეხვედრების დასრულების შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.