g100.ge

2024 წელს ბოლნისში მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით მძღოლს 3 წელი მიუსაჯეს

პოლიტიკა - 2025/09/19 17:54
2024 წელს ბოლნისში მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით მძღოლს 3 წელი მიუსაჯეს

თვეები გავიდა იმ ტრაგიკული ინციდენტიდან, რომელსაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა მოხდა 2024 წლის 30 დეკემბერს, მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ  ნახიდურში, რა დროსაც გზის გადაკვეთისას ავტომობილის მძღოლი ორ  ადგილობრივ  მოზარდს დაეჯახა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ბრალდებულ მძღოლს   მხოლოდ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ გადაწყვეტილებამ  გარდაცვლილთა ოჯახებში ოჯახებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, ორი ახალგაზრდის სიკვდილისთვის 3 წელი პატიმრობა არის არასამართლიანი.

გარდაცვლილ მოზარდების დედები და ახლობლები აცხადებენ, ისინი მძღოლი, რომელიც მოზარდებს დაეჯახა, მაღალი რანგის პირებს ენათესავება და სწორედ გავლენიან პირებთან ახლო ურთიერთობით სარგებლობს.  მათი თქმით, მოსამართლის მეუღლე მძღოლის ნათესავია.

ოჯახების თქმით, ავარიის დროს მძღოლი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, თუმცა სასამართლოში მტკიცებულებები შეცვალეს და აღნიშნეს დაბალი სიჩქარით მოძრაობა.  ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში  იმყოფებოდა, თუმცა ამის არც ექსპერტიზის პასუხები არ მიუღიათ. 

ავარიის შედეგად შვილებდაკარგულმა მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და აღნიშნულს  სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად  გაასაჩივრებენ.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები სამართლიანობის აღდგენას და საჭირო ზომების მიღებას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით  მიმდინარეობდა.

უახლესი სტატიები