g100.ge

ალანიაში საერთაშორისო მორბენალთა შეჯიბრი (Alanya Ultra Trail) გაიმართება

ალანიაში საერთაშორისო მორბენალთა შეჯიბრი (Alanya Ultra Trail) გაიმართება

თურქეთი კვლავ მასპინძლობს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს.  ამჯერად,  27–28 მარტს ანტალიის რეგიონში,  ალანიაში   მორბენალთა საერთაშორისო შეჯიბრი  (Alanya Ultra Trail) გაიმართება.

ეს არის  საერთაშორისო  რბოლა, რომელიც  მთის ბილიკებზე ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ სპორტსმენს აერთიანებს. ღონისძიება 2017 წლიდან იმართება და ამ დროის განმავლობაში მასში  უკვე 34 ქვეყნიდან 700-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი აღიარებულია ITRA – International Trail Running Association-ის მიერ, რაც მის საერთაშორისო მნიშვნელობას კიდევ უფრო  განამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შემდეგი დევიზით - „ტრადიციიდან ბილიკამდე“(“Tradition to Trail” ) გაიმართება. მას  მხარს უჭერს თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტო (TGA) და ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო  სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად.

აღნიშნული ღონისძიება ანტალიის უნიკალურ ბუნებასა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას საუკეთესოდ წარმოაჩენს. შეჯიბრის მარშრუტები მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ახლოდან გაეცნონ რეგიონის მრავალფეროვან ლანდშაფტს, ხოლო სპორტული გამოწვევების პარალელურად მათ დაუვიწყარი და შთამბეჭდავი თავგადასავლები  შესთავაზოს.

"ტრადიციიდან ბილიკამდე"

რბოლა  „ალანიას ულტრა ბილიკი“ ტარდება ისტორიულ ბილიკებზე, რომლებიც წარსულში მომთაბარე თურქული ტომების - იორუქების - გადაადგილების გზები იყო. მარშრუტები ტაუროსის მთების ფერდობებიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე გრძელდება.

მონაწილეები გზად ალანიის ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს  გაივლიან, მათ შორის ალანიის ციხეს, წითელ კოშკს (Kızıl Kule), ესათის ბასტიონსა  (Esat Bastion)  და ძველ გემთსაშენს.   

რაც შეეხება უშუალოდ შეჯიბრს, ის  რამდენიმე ლოკაციას  მოიცავს:

68 კმ – Alanya Ultra Trail (AUT)

42 კმ – Taurus Mountain Trail (TMT)

27 კმ – Keykubat Mountain Run (KMR)

18 კმ – Cleopatra Short Trail (CST)

5 კმ – Alanya Castle Run (ACR)

ყველაზე გრძელი, 68-კილომეტრიანი მარშრუტი იწყება დამლათაშის მღვიმედან  და კლეოპატრას სანაპიროდან,  შემდეგ კი ტაუროსის მთებში გადადის და საბოლოოდ, კვლავ კლეოპატრას პლაჟზე სრულდება.

ანტალიის ფარული მარგალიტი - ალანია

ანტალია, რომელიც თურქეთის ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად ითვლება, სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მზიან ამინდს, მდიდარ ისტორიასა და მრავალფეროვან სანაპიროებს   სთავაზობს. მის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ალანია კი განსაკუთრებით პოპულარულია თავისი ბუნების სილამაზით, ისტორიული ძეგლებითა და აქტიური ღამის ცხოვრებით.

საგულისხმოა, რომ ქალაქი XIII საუკუნეში სელჩუკებმა გაამაგრეს და მისი მთავარი სიმბოლო  -ალანიის ციხე  დღემდე კარგად არის შემონახული, რომელიც კლდოვან მაღლობზე მდებარეობის გამო მომაჯადოებელ ხედებს გვთავაზობს. ციხიდან ზღვისკენ ჩამავალი ვიწრო ქუჩები ტრადიციული სახლებითა და მწვანე ბაღებით არის გაფორმებული. İncekum Beach and Cleopatra Beach

  ალანია ასევე გამოირჩევა   ლურჯი დროშის მქონე სანაპიროებით, როგორიცაა ინჯეკუმის (İncekum Beach ) და კლეოპატრას (Cleopatra Beach ) სანაპირო.   ასევე აქ შეძლებთ ნახოთ,  საფადერეს კანიონი და დიმის და დამლათაშის გამოქვაბულები.     ამასთან, ქალაქი   ცნობილია მრავალფეროვანი სამზარეულოთი, სადაც წარმოდგენილია როგორც ტრადიციული თურქული კერძები, ისე ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო.

განსაკუთრებით პოპულარულია ახალი ზღვის პროდუქტები - შემწვარი თევზი და რვაფეხა, რომლებიც ხშირად მიირთმევა მეზესთან, ფაზთან (ლობიოს სალათი ტაჰინით) და ადგილობრივ თეთრ ღვინოსთან ერთად. ტრადიციულ კერძებს შორის აღსანიშნავია ჩობან ყაურმაც,  რომელიც  ტრადიციული თურქული კერძია შემწვარი ხორცით.

აღსანიშნავია  ისიც, რომ ალანია სტუმრებს აქტიურ ღამის ცხოვრებასაც სთავაზობს, რაც მას ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.

უახლესი სტატიები