ბათუმში გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩაზე სამსართულიანი კორპუსის სხვენში ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სხვენში გაჩნდა, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.
ადგილზე სამართალდამცავები, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.