g100.ge

ირანული მხარის განცხადებით, ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის ბაზებს დაარტყეს

ირანული მხარის განცხადებით, ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის ბაზებს დაარტყეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყეს.

რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიშები მიიტანეს საკვანძო ინფრასტრუქტურასა და ობიექტებზე ქუვეითში მდებარე არიფჯანის და ალი ალ-სალემის, ასევე ბაჰრეინში მდებარე ჯუფაირის და შეიხ ისას ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.

რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ იერიშებს კვლავ განახორციელებს, საპასუხო თავდასხმები რეგიონის სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებზეც გავრცელდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინსა და ქუვეითში აფეთქებებისა და სირენების ხმები ისმოდა.

უახლესი სტატიები