g100.ge

ბათუმში 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

ბათუმში 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

ბათუმში, ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან 16 წლის ბიჭი ხიდიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც გადავარდა, ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა.

  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

უახლესი სტატიები