ბაქო-თბილისის რეისები Stadler-ის მატარებლებით შესრულდება. აზერბაიჯანის რკინიგზის ეროვნული კომპანიის განცხადებით, მგზავრებს სამი კლასის მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ: კომფორტი, კომფორტ+ და ლუქსი.
სამგზავრო მატარებელი რამდენიმე სადგურზე გაჩერდება, მათ შორის: ბაქოს, ევლახის, განჯის, აღსთაფისა და ბოიუქ ქესიქის სადგურებზე. ამასთან, საქართველოს ტერიტორიაზე ორი გაჩერების პუნქტი იქნება - თბილისში და გარდაბანში.
ბილეთის ფასი 51-180 მანათის ფარგლებში მერყეობს
რკინიგზის ცნობით, კომფორტ კლასის ვაგონში ერთი გზის ფასი, გაჩერებების მიხედვით, 51-დან 81 მანათამდე მერყეობს. კომფორტ+ კლასის შემთხვევაში ფასი 68-დან 117 მანათამდეა. რაც შეეხება ლუქს კლასს, ამ შემთხვევაში ერთი გზის ღირებულება 102-დან 180 მანათამდეა.
უფრო კონკრეტულად, კლასებისა და გაჩერებების მიხედვით, ერთი გზის ფასი ასე გამოიყურება:
კომფორტი
- ბაქო-თბილისი - 81 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 127 ლარი);
- ევლახი-თბილისი - 67 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 105 ლარი);
- განჯა-თბილისი - 62 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 98 ლარი);
- აღსთაფა-თბილისი - 57 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 90 ლარი);
- ბოიუქ ქესიქი-გარდაბანი - 51 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 80 ლარი).
კომფორტ+
- ბაქო-თბილისი - 117 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 184 ლარი);
- ევლახი-თბილისი - 94 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 148 ლარი);
- განჯა-თბილისი - 86 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 135 ლარი);
- აღსთაფა-თბილისი - 78 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 123 ლარი);
- ბოიუქ ქესიქი-გარდაბანი - 68 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 107 ლარი).
ლუქსი
- ბაქო-თბილისი - 180 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 283 ლარი);
- ევლახი-თბილისი - 144 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 227 ლარი);
- განჯა-თბილისი - 132 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 207 ლარი);
- აღსთაფა-თბილისი - 120 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 189 ლარი);
- ბოიუქ ქესიქი-გარდაბანი - 102 მანათი (დღეს მოქმედი კურსით 161 ლარი).
შეგახსენებთ, ბაქო-თბილისს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა პანდემიის დრო შეწყდა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.
აღსანიშნავია, რომ რეისების შესრულება დაგეგმილია ყოველდღე. ცნობილია განრიგიც: გრაფიკის მიხედვით, ბაქოდან მატარებელი 23:10 საათიდან გავა და თბილისში მომდევნო დღეს, 08:41 საათზე იქნება. თბილისიდან კი მატარებელი ყოველ დღე 21:00 საათზე გავა და ბაქოში მომდევნო დღეს 06:24 საათზე ჩავა.