g100.ge

ბაჰრეინი აცხადებს, რომ ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ბაჰრეინი აცხადებს, რომ ირანმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ბაჰრეინში ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას ბაჰრეინის ეროვნული კომუნიკაციების ცენტრი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბაჰრეინის Bapco Energies-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტს გაუჩნდა, თუმცა ხანძარი ლოკალიზებულია.

ბაჰრეინის ეროვნული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უახლესი სტატიები