g100.ge

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი გარდაიცვალა

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი გარდაიცვალა

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლეთ ევროპის ეპარქია ავრცელებს.

„ღვთივგანისვენა, საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ , დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.

უახლესი სტატიები