დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ მუშაობას. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.