g100.ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ რობ იეტენსა და მეფე ვილემ-ალექსანდერს შეხვდება.

„ჩვენ განვიხილავთ თავდაცვით და ეკონომიკურ თანამშრომლობის, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხებსა და უკრაინის მხარდასაჭერ ახალ ნაბიჯებს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

უახლესი სტატიები