g100.ge

თბილისში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღე აღინიშნა

თბილისში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღე აღინიშნა

Aktual.ge-ის ინფორმაციით, ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოში თურქმენეთის საელჩოს მიერ.  მას ესწრებოდნენ  თურქმენეთის  ელჩი დოვლეთმირათ სეითმამმადოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი,  რამდენიმე ქვეყნების  აკრედიტებული ელჩები თბილისში,   დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა დოვლეთმირათ სეითმამმადოვმა აღნიშნა, რომ ეს დღე საერთაშორისო არენაზე თურქმენეთის მშვიდობის, ნეიტრალურობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებისადმი ერთგულებას გამოხატავს.

შემდეგ კი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა თურქმენ ხალხს მიულოცა აღნიშნული დღე და ორივე ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი.   

უახლესი სტატიები