g100.ge

თსუ-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თსუ-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 108 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით - “ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის”.

აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მის შეცვლას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერები, წარწერით: "ცივილიზაციის წარმატება გონებრივ განვითარებაზეა დამოკიდებული", „თავს სინანული სჯობია, ბოლოჟამ დანანებასა“, „ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის". ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით პროფესორ-მასწავლებლები მიმართავენ.

აქციაზე მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

მათ მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან შერწყმა.

უახლესი სტატიები