g100.ge

თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ მიემართებიან

თსუ-სთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ მიემართებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსისკენ მიემართებიან.

სტუდენტების თქმით, ისინი სტუ-სთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან და დაანონსებულ რეფორმას ერთად გააპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებას აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.

მანამდე თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილმა სტუდენტებმა რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ჯაბა სამუშია ვალდებულია, უნივერსიტეტი სახელმწიფოს ჩარევისგან დაიცვას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ჯაბა სამუშია სტუდენტებს არ შეხვდება.

უახლესი სტატიები