g100.ge

იაპონიაში დიდთოვლობის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

იაპონიაში დიდთოვლობის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

იაპონიაში, დიდთოვლობის შედეგად, 20 იანვრის შემდეგ, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰოკაიდოს რეგიონის უდიდეს ქალაქში, საპოროში გზების თოვლისგან გაწმენდაში თოვლის საწმენდი 1 000-ზე მეტი მანქანაა ჩართული.

ქალაქ აიმორში, ხელისუფლებამ გაწმენდით სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჯარისკაცებიც ჩართო.

დიდთოვლობის გამო, გასულ კვირას დროებით დახურა ჰოკაიდოს მთავარი აეროპორტი, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და ზოგიერთი მაგისტრალი ჩაიკეტა.

უახლესი სტატიები