g100.ge

იმოგზაურეთ თურქეთში და აღმოაჩინეთ მისი ეკომეგობრული ტურისტული მარშრუტები

იმოგზაურეთ თურქეთში და აღმოაჩინეთ მისი ეკომეგობრული ტურისტული მარშრუტები

მოგზაურობის დაგეგმვისას ადამიანები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ გარემოს დაცვას. Booking.com-ის 2026 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 85%-ისთვის მდგრადი ტურიზმი მნიშვნელოვანია, რაც აჩვენებს, რომ ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი მოგზაურობის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

თურქეთი სწორედ ასეთ შესაძლებლობას სთავაზობს ვიზიტორებს. ქვეყანა გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით, მდიდარი კულტურითა და ისეთი ტურისტული სერვისებით, რომელიც გარემოს მაქსიმალურად ნაკლებვ ზიანს აყენებს.    თურქეთში მრავალი სასტუმრო ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებს,  მატარებლით, ველოსიპედითა და იახტით გადაადგილებაც კი გარემოს დაცვას ხელს უწყობს.

ქვეყნის ძალისხმევა საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია. თურქეთი ჟურნალ Wanderlust-ის The Travel Green List™ 2026-ში ორ კატეგორიაში მოხვდა: „თურქეთის გარემოსდაცვითი და კულტურული მდგრადობის პროგრამით“ - მსოფლიოში პირველი ქვეყნის მასშტაბით დანერგილი მსგავსი ინიციატივით   და ეკოლოგიურად გამორჩეული მიმართულებით, ბირგით.

5 გზა მიმართულება თურქეთის  აღმოჩენისთვის 

თურქეთი ველომოგზაურებს  მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს.    ქვეყნის  მარშრუტები გადის  ყურეებზე, აყვავებულ ტყეებში, შთამბეჭდავ მთებში, არქეოლოგიურ ძეგლებსა და ავთენტურ სოფლებში. სტამბოლიდან და იზმირიდან, რომელიც EuroVelo 8-ის მარშრუტის ნაწილია, ანტალიისა და კაპადოკიის ჩათვლით, ველოსიპედისტებს შეუძლიათ ქვეყნის ულამაზესი ადგილები საკუთარი ტემპით აღმოაჩინონ.

ეკოტურიზმი საფეხმავლო ბილიკებზე

ფეხით მოგზაურობა თურქეთის ბუნებისა და კულტურის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 500-კილომეტრიანი ლიკიის გზა ზღვის ხედებსა და უძველეს ქალაქებს აერთიანებს, ხოლო იზმირში მდებარე ეფელერის გზა ტრადიციულ სოფლებსა და მთიან პლატოებზე გადის. ბურსაში მდებარე ულუდაღის ეროვნული პარკი კი ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს.

ველური ბუნება

თურქეთი ბიომრავალფეროვნებით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. აქ შეგიძლიათ დააკვირდეთ  ფრინველებს, დაათვალიეროთ ტაუროსის მთების უნიკალური მცენარეები, კაპადოკიის გარეული ცხენები, ვანის, ჰაქქარისა და ართვინის პეპლები, ასევე Caretta caretta-ს ზღვის კუები, რომლებიც დაცულ სანაპიროებზე ბუდობენ.

ისტორია და კულტურა

თურქეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს ვიზიტორებს. იუნესკოს ძეგლები, კულტურული მარშრუტები, Best Tourism Villages-ისა და Cittaslow-ის ქალაქები ადგილობრივ ტრადიციებს განსაკუთრებით აცოცხლებს. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ორმანისა და საფრანბოლუს ისტორიული სახლები და ამავე დროს, დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები.

ღვინო და ადგილობრივი გემოები 

თურქეთის სამზარეულო ადგილობრივ პროდუქტებსა და ტრადიციულ რეცეპტებს ეყრდნობა. ყველი, ზეითუნის ზეთის კერძები, მეზე, ქაბაბი და სხვა ადგილობრივი გემოები ქვეყნის კულინარიულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. ადგილობრივ ტერიტორიებზე ვიზიტორებს შეუძლიათ    საოჯახო მარნების მონახულება, უნიკალური ყურძნის ჯიშების გაცნობა და ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნება.

უახლესი სტატიები